პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: უკრაინა, ოდესა
ორგანიზატორი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს; ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულო; ქალაქ ოდესის საქალაქო საბჭო
დეტალები: 2021 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქ. ოდესაში საქართველოს საკონსულოსა და ქალაქ ოდესის საქალაქო საბჭოს მხარდაჭერით გაიმართება საქართველოსა და უკრაინის კულტურის საღამო „საქართველო-უკრაინის ერთობა“. ღონისძიება ჩატარდება ქალაქ ოდესის ქალაქის ბაღის საზაფხულო თეატრში. ღონისძიების დასაწყისი: 17:30 საათი, ხოლო ოფიციალური გახსნის ცერემონია: 18:00 საათი. ღონისძიები ფარგლებში ჩატარდება საქართველოსა და უკრაინის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი; თემატური ფოტო გამოფენები; თანამედროვე უკრაინელი მხატვრების გამოფენა; ნაციონალური სამოსის, ქართული და უკრაინული ლიტერატურის და მხატვრული ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოდან სპეციალურად მოწვეული კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები. ღონისძიებას მხარდამჭერია: ავიაკომპანია „Sky Up“; მინერალური წყლის „ბორჯომი“; სამშენებლო და დეველოპერული კომპანია „ELT Building“; სასტუმრო „Дворянський“; რესტორანი „Kura“.
http://gda.ge/news/odesashi-sakartvelo-ukrainis-kulturis-sagamo-gaimarteba