პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ადგილი: საბერძნეთი, თესალონიკი
ორგანიზატორი: ქართული ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ თესალონიკის მერია, ქალაქ თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო
დეტალები: მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ასპარეზობაში მონაწილეობას 25-ზე მეტის ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. ჩემპიონატის გახსნის ღონისძიებისთვის საქართველოდან მოწვეულნი არიან მომღერალი ნატო მეტონიძე, პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი და ზიზი ნასყიდაშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი, სუხიშვილების აკადემია. ასევე, გაიმართება ხრიდოლის წარმოდგენა. ღონისძიება გაიმართება ძველ ბერძნულ ამფითეატრში „კიპონი“. მისამართი: Ανοικτό Δημοτικό Θέατρο Κήπου, Tsimiski 153, Thessaloniki 546 21. ღონისძიება დაიწყება 24 სექტემბერს 10:00 საათზე. დასწრება თავისუფალია!
http://gda.ge/news/tesalonikshi-kartul-tchidaobashi-evropis-chempionati-gaimarteba