პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

“10 წლის ხედვა - 10 მიზანი“ - დავით ზალკალიანმა უწყების სამოქმედო გეგმა წარადგინა


10.08.2021

2021 წლის 9 აგვისტოს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებას სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა, 10 მიზანი“ წარუდგინა.

ღონისძიებას, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სიტყვით გამოსვლისას, დავით ზალკალიანმა ვრცლად ისაუბრა საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ქვეყნის განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ამ მიმართულებით სწორად გათვლილი, მკაფიო მიზნებისა და ამოცანების დასახვის აუცილებლობაზე.

„ჩვენი საქმიანობისთვის განმსაზღვრელია მთავარი მიზანი  - საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ასევე ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, რომელიც დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში  -  ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, უწყების ისტორიაში პირველად შეიქმნა 10 წლიანი გეგმა, რომელშიც განისაზღვრა, თუ სად უნდა იყოს საქართველო 10 წლის შემდეგ როგორც ქვეყნის აღმშენებლობის, ასევე საერთაშორისო არენაზე პოზიციონირების კუთხით.

10 წლიანი გეგმის 10 მთავარ მიზნად განსაზღვრულია: