პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

27 დეკემბერს “განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების” დაჯილდოვების გაიმართა


28.12.2021

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების  ოფიციალური ცერემონია.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის  მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და ასევე, თავიანთი წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების საქმეში და საქართველოს იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის და მეცნიერების პოპულარიზაციაში.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდნენ:

აღნიშნული ღონისძიება გაიმართა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) თანამშრომლობით.

აღსანიშნავია რომ ICMPD-ის ძალისხმევით, დაჯილდოების ცერემონიაზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ესპანეთიდან და სლოვენიიდან ჩამოსულმა ანსამბლებმა. ორივე ანსამბლი ქართულ კლასიკურ და ხალხურ მუსიკას ასრულებს და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ესპანელი და სლოვენიელი მომღერლებისგან. ესპანეთში მოღვაწე ანსამბლი Vocal Vircan, შედგება კატალონიელი და ქართველი მომღერლებისგან და დაფუძნდა 2019 წელს. ხოლო ანსამბლი “კვალი”, Kvali (K’vali), 2008 წელს ჩამოყალიბდა და მას ქართველი დიასპორელი ხელმძღვანელობს, რომელმაც ანსამბლის განვითარებისთვის და ქართული მუსიკის შემდგომი პოპულარიზაციისთვის საგრეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული ინიციატივების  საგრანტო პროექტის გამარჯვებულია.

დაჯილდოვების ცერემონიას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ: