პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალგაზრდა თანამემამულეებმა საქართველოში, საზაფხულო ბანაკებში დაისვენეს


30.07.2019

ა.წ. 23 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით, ქ. ქუთაისის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში” აზერბაიჯანსა და თურქეთში მცხოვრებმა 55-მა თანამემამულე მოზარდმა დაისვენა.

აზერბაიჯანში და თურქეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკს“ სახელმწიფო პროგრამის „ბანაკები ახალგაზრდა თანამემამულეებისთვის“ ფარგლებში ეწვივნენ. აღნიშნულ პროგრამას საგარეოს საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად ახორციელებს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. პროგრამა საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულე მოზარდებს საშუალებას აძლევს მოინახულონ ისტორიული სამშობლო, დაამყარონ მეგობრული ურთიერთობები თანატოლებთან, გაიუმჯობესონ  ქართული  ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განივითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები.

მიმდინარე წელს, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქათველოს საზაფხულო ბანაკებში სულ უცხოეთში მცხოვრებმა 144-მა თანამემამულე მოზარდმა დაისვენა.