პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი ჩატარდა


30.05.2023

2023 წლის 27 მაისს, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევრიპული მომავლისთვის”, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა.


ღონისძიების ოფიციალური ნაწილი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ფორუმს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი პირები, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 
 
ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ყოველწლიური ფორუმი  მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის მიმართ არსებული სტრატეგიისა და პროგრამების ფართო აუდიტორიისათვის გაცნობას, დიასპორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობას და მათი გადაჭრისთვის ერთობლივი გზების დასახვას, ასევე,  თანამემამულეების ცოდნის, პროფესიული გამოცდილების და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და საქართველოს განვითარებაში დიასპორის ჩართულობის უზრუნველყოფას.
 
დიასპორული ფორუმის ფარგლებში დაჯილდოვდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს სამი საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები:

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“,

„უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“.

 

აღნიშნული საგნრანტო პროგრამები მიმართულია დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავების, ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების და ქვეყნის განვითარების პროცესში დიასპორის უფრო  აქტიური ჩართულობის გაზრდაზე.


ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მუშობას განაგრძეს თემატურ ჯგუფებში:

1. განათლება და კულტურა - „ეროვნული იდენტობა ქართულ დიასპორაში“;  

2. ბიზნესი და ეკონომიკა - „ქართული დიასპორა რეგიონული განვითარებისთვის“;

3. „ახალგაზრდობა და თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები“.
 
 

დიასპორული ფორუმის ოფიციალური გახსნით ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ: