პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა 2023


24.11.2022

საგრანტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო არენაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გატარების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ჩართვა, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგის ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების თემებზე საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირებულობის გაზრდა და საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში გააქტიურების ხელშეწყობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ქართული წარმოების პოპულარიზაცია, აგრეთვე, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა; პროგრამის ზემოაღნიშნული მიზნების საინფორმაციო მხარდაჭერა.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები.

"დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად, ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად.

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2022 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე [email protected]

„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის დანართები:

1. პროგრამის აღწერა:

2.განაცხადის ფორმა:

3.ხარჯთაღრიცხვის ფორმა:


საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირები:

•           დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველი, ეკატერინი კუპატაძიდუ: მობ.: +995 551 080 060.

•           დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი +995 595 96 40 00.