„დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად შემოსული 56 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 20 გამარჯვებული:
ამერიკის შეერთებული შტატები
- ირმა გვილია, პროექტი: „ქართული დღეები სამხრეთ კალიფორნიაში”;
- მანუჩარ პირველი, პროექტი: „ოთხი ინტერვიუ ქვეყნის ისტორიისათვის”;
- სოფიკო ჯაჯანაშვილი, პროექტი: „დიასპორული დიპლომატია“ და „უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების მასტერკლასები“;
- პაატა ცეცხლაძე, პროექტი: „ქართული მუსიკა ნიუ-იორკში“.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა
- მანანა თანდაშვილი, პროექტი: „ჩემი ვეფხისტყაოსანი“;
- ნინო ხალვაში-ვირთ, პროექტი: „ქართული კულტურის დღეები ფრანკფურტში”;
- ლელა სვანაძე, პროექტი: „აფხაზეული – abkhazeuli”.
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფო
- ნათია მიქავა, პროექტი: „ქართული ფილმი საზღვრებს გარეთ".
ესპანეთის სამეფო
- ნინო მსხილაძე, პროექტი: ,,ქართული კულტურის დღეები ბარსელონაში”.
ისრაელის სახელმწიფო
- დავიდ ალონ, პროექტი: „DIASPORA-TV“.
იტალიის რესპუბლიკა
- დოდო ბრატულიჩი, პროექტი: „იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინფორმირება იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევის თაობაზე და საინფორმაციო გზავნილების სახით მიწოდება ემიგრანტებზე”,
- სალომე ბრეგვაძე, პროექტი: „ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები",
მალტა
- მაკა ლაშხი, პროექტი: ქართული ბიბლიოთეკა კუნძულ მალტაზე “წარსულისა და აწმყოს კულტურული ჩანაწერი”
ნიდერლანდების სამეფო
- თინათინ სვანიძე, პროექტი: „საქართველოს დღეები ნიდერლანდებში“
- ბაია ახვლედიანი, პროექტი: „ათინათი“ ქართული სამოყვარულო თეატრი ნიდერლანდების სამეფოში - ახალი სპექტაკლი”
საბერძნეთის რესპუბლიკა
- გიორგი ჯანელიძე, პროექტი: „ორენოვანი (ქართულ-ბერძნული) საინფორმაციო ბროშურა ბეჭდური და ელექტრონული რუკებით: საქართველოს ტურისტული პოტენციალი”
- ხათუნა ქარსაულიძე, პროექტი: „მზიანი გული“- ნოდარ დუმბაძის საიუბილეო კვირეული“
- ქეთევან გონგლაძე, პროექტი: „ქართულ–ბერძნული მეგობრობის ხეივანი თესალონიკში”
საფრანგეთის რესპუბლიკა
- სალომე ბერეკაშვილი, პროექტი: „ქართული საგანძური საფრანგეთში”.
უზბეკეთის რესპუბლიკა
- თამარ გიგაშვილი, პროექტი: „მეგობრობა”.
"იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის" პროგრამის გამარჯვებულები იხილეთ აქ:
"უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის" პროგრამის გამარჯვებულები იხილეთ აქ:
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.