პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროკავშირის მხარდაჭერილი კონკურსი დიასპორული ორგანიზაციებისთვის "შესაძლებლობების განვითარების ლაბორატორია"


17.08.2021

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "European Union Global Diaspora Facility (EUDiF)" ფარგლებში გამოცხადდა კონკურსი "შესაძლებლობების განვითარების ლაბორატორია (CDL)". კონკურსი მიზნად ისახავს ევროპასა და პარტნიორ ქვეყნებში დიასპორული ორგანიზაციების, ასევე რეგიონული ორგანიზაციების გაძლიერებას ცოდნითა და უნარებით, რათა გაიზარდოს დიასპორის ჩართულობა.

ამ მიზნით, "შესაძლებლობის განვითარების ლაბორატორია (CDL)" მონაწილეებს სთავაზობს ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების და ცოდნის გადაცემის პროცესის მხარდაჭერას. 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

- ევროპაში დაფუძნებულ დიასპორულ ორგანიზაციებს (ევროკავშირის წევრი 27 ქვეყანა, შვეიცარია, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო);
- პარტნიორი ქვეყნების ცენტრალური და ადგილობრივი საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლებს;
- რეგიონულ ორგანიზაციებს, რომლებიც წარმოადგენენ პარტნიორ ქვეყნებს.

ინტერესის სფეროები:

- პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა დიასპორის განვითარების ხელშეწყობისათვის;
- ევროპაში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციების გაძლიერება;
- მრავალმხრივი პარტნიორობის ხელშეწყობა.

მხარდაჭერის მექანიზმები:

- ცოდნის გადაცემის ორგანიზება (ტრენინგების ჩატარება, სემინარები, ვებინარები და ა.შ.);
- კვლევები და/ან შეფასებების ჩატარება (საჭიროებების შეფასება, გამოკითხვა, მონაცემთა შეგროვება, მონიტორინგი და ა.შ.);
- სტრატეგიული დოკუმენტებისა და/ან სასწავლო ინსტრუმენტების შემუშავება (კანონპროექტების, სტრატეგიების, სახელმძღვანელოების, გზამკვლევების, სასწავლო გეგმის, პოლიტიკის და ა.შ.);
- საკომუნიკაციო საქმიანობის უზრუნველყოფა (ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების ჩატარება, საკომუნიკაციო ინსტრუმენტების შექმნა და ა.შ.);
- პარტნიორობისა და ქსელური ურთიერთობების ხელშეწყობა.

საკონკურსო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა გახანგრძლივდა და განისაზღვრა ხელახლა - 2021 წლის 29 აგვისტო. 

აღნიშნულ კონკურსზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ ან ფრანგულ ენაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ გზამკვლევს, რომელიც ხელმისაწვდომია არაბულ, ესპანურ, ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე: https://diasporafordevelopment.eu/library/cdl-guidelines-for-application/ 

განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს: https://diasporafordevelopment.eu/capacity-development-lab-application-form/ 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: [email protected]