პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) შესაძლებლობები მკვლევარებისთვის საქართველოში


30.05.2023

ევროპული კვლევების საბჭო (European Research Council - ERC) მხარს უჭერს კვლევებსა და მსოფლიოში საუკეთესო მკვლევარებს, რათა მათ განაგრძონ კარიერა ევროკავშირსა და/ან Horizon Europe-ის ქვეყნებში.

Horizon Europe National Office-სა და ევროპული კვლევების საბჭოს საქართველოს ოფისის (ERC) თანამშრომლობით, ERC აწყობს ვებინარების სერიას დაფინანსების სქემების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

ვებინარების ფარგლებში, ERC-ის სამეცნიერო ოფიცერი მონაწილეებს გააცნობს სხვადასხვა კონკურსებს, კონკურსებში მონაწილეობის წესებს და შეფასების პროცესს, ასევე წარმოადგენს დაფინანსებული პროექტების მაგალითებს, ხოლო ERC NCP წარმომადგენელი საქართველოში ისაუბრებს განმცხადებლების მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებების შესახებ.

მონაწილეები ასევე მიიღებენ რჩევებს ERC-ის ლაურეატებისგან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საპროექტო წინადადება.

პრეზენტაციების შემდეგ, კითხვა-პასუხის სესიაზე, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა დაუსვან კითხვები მომხსენებლებს.