პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ფილმი “დიდება დედოფალს” ჩვენება ვენეციის Michiel-ის სასახლის მთავარ დარბაზში გაიმართა


20.06.2022

2022 წლის 18 ივნისს, 18:30 სთ-ზე, ვენეციის Michiel-ის სასახლის მთავარ დარბაზში გაიმართა რეჟისორ თათია სხირტლაძის ფილმის Glory to the Queen ("დიდება დედოფალს") ჩვენება. 

„დიდება დედოფალს“ არის ფილმი ოთხი მოჭადრაკე ქალის, საბჭოთა ეპოქის ინტელექტუალური ძალაუფლებისა და ემანსიპაციის სახეების არაორდინალურ წარსულსა და აწმყოზე: ესენი არიან ქართული და მსოფლიო ჭადრაკის გმირები - ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი. 60-იანი წლების დასაწყისიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 30 წელიწადს, მსოფლიო ჭადრაკის სამეფოს ეს ქალები განაგებდნენ. ცივი ომის ეპოქაში ამ ლეგენდარულმა მოჭადრაკეებმა რევოლუცია მოახდინეს და ქალთა ჭადრაკი საერთაშორისო კონტექსტში ვაჟთა ჭადრაკს გაუთანასწორეს.