პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გამოქვეყნდა ინფორმაცია გორის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ


18.11.2021

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის, ვარიანის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების საფუძველზე შედგენილი საკადასტრო რუკები საჯაროდ გამოქვეყნდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.napr.gov.ge/publishing, გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gori.gov.ge , ვარიანის გამგეობის შენობაში.  

იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 6 ნოემბრიდან 6 დეკემბრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებული ბმულის საშუალებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარებითმიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტს ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ახორციელებს, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულიირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარებისპროექტის ფარგლებში.  

პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთები სისტემური წესით კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად დარეგისტრირდება. კერძოდ:

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებასსაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.