პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადება იტალიაში მოგზაურობის მსურველი/მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ


02.03.2020

იტალიის რესპუბლიკის ცალკეულ რეგიონებში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქებს  გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იტალიაში მგზავრობისგან, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში, სადაც მაღალია დაინფიცირების შემთხვევები, ესენია: ლომბარდია, ვენეტო, ემილია რომანია, ასევე თავი შეიკავონ იმ რეგინებში მგზვარობისგან, სადაც არის დაინფიცირების ცალკეული შემთხვევები, ესენია: ლაციო, აბრუცო, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული ვენეცია ჯულია, ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ ცალკეულმა სახელმწიფოებმა და ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავია მიმოსვლის დროებით შეჩერების ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მგზავრობის შესაძლებლობას იტალიის მიმართულებით და პირიქით.

იტალიაში მყოფ საქათველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე: +333 8879123.

საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომების და მათ შორის, არსებული შეზღუდვების შესახებ.

https://mfa.gov.ge/News/sagareo-saqmeta-saministros-ganckhadeba-(30).aspx?CatID=5

 

იხილეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით: