საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო იწყებს რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღებას.
საგრანტო პროგრამა მოიცავს საქართველოს შემდეგ რეგიონებს:
- რაჭა-ლეჩხუმი;
- სამეგრელო;
- სვანეთი.
დაინტერესებულ პირებს განაცხადის შევსების შესაძლებლობა ექნებათ 15 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობისა და განაცხადის შევსებისთვის ეწვიეთ ელექტრონულ პორტალს:
საგრანტო თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 25 000 ლარს.
კონკრეტული რეგიონების მიხედვით განაცხადის შესავსებად იხილეთ ინფორმაცია:
რაჭა-ლეჩხუმი - https://bit.ly/451vM5j
სამეგრელო - https://bit.ly/41CGpbS
სვანეთი - https://bit.ly/3BJxCe1