პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჰააგის ნოორდერკერკის ტაძარში სამოყვარულო ანსამბლმა “მერანმა” კონცერტი გამართა


10.06.2022

2022 წლის 4 ივნისს, ჰააგის ნოორდერკერკის ტაძარში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ხალხური სიმღერების ნიდერლანდურმა სამოყვარულო ანსამბლმა, “მერანმა” კონცერტი გამართა. 

გუნდს ხელმძღვანელობდნენ ქართველი დირიჟორი, ქეთევან წიკლაური და მისი ნიდერლანდელი კოლეგა, ივო ბოსვეიკი. საგუნდო პოლიფონიითა და ქართული ხალხური საკრავების გახმოვანებით, მუსიკოსემა ქართული ფოლკლორის ჰანგები ააჟღერეს. 

კონცერტის შემდგომ, ქართული ტრადიციული მუსიკის მოსასმენად მოსულ სტუმართათვის მოეწყო ქართული სამარკო ღვინოებისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია/დაგემოვნება.