პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

იდეების საგრანტო კონკურსი დამწყები სოციალური საწარმოებისთვის


14.11.2022

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG) აცხადებს დამწყები სოციალური საწარმოებისთვის იდეების საგრანტო კონკურსს.

კონკურსი ცხადდება, ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით პროექტი "სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის, რომელსაც ახორციელებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი" (CSRDG), პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

კონკურსში ჩართვა შეუძლია სასტარტო (Start-up) ეტაპზე მყოფ და ახალ სოციალურ საწარმოებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით რესურსებს, რათა განახორციელონ ინოვაციური იდეები და შექმნან მდგრადი სოციალური საწარმო.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის სავალდებულოა მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსების მინიმუმ 10% -იანი ფინანსური თანამონაწილეობა.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 8 დეკემბერი, 18:00 სთ.

დამატებითი ინფორმაცია ეწვიეთ:

https://bit.ly/3hA4AGJ