„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის ფარგლებში შემოსული 44 განაცხადიდან, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა 17 გამარჯვებული:
- დავით შატაკიშვილი - აშშ,
- ალექსანდრე ქიზიყურაშვილი - ბელგიის სამეფო,
- თამარ ჩომახიძე- გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა,
- შოთა მიქაუტაძე - ესპანეთის სამეფო,
- გიორგი ქორიძე - ესტონეთის რესპუბლიკა,
- სოფიკო ბზარაშვილი - თურქეთის რესპუბლიკა,
- მარიამ გედევანიშვილი - იაპონიის სახელმწიფო,
- თამარ მესხი - ირლანდიის რესპუბლიკა,
- ბელა უგრეხელიძე - იტალიის რესპუბლიკა,
- ნიკოლოზ იმნაძე - კანადა,
- ანა მამალაძე - ლატვიის რესპუბლიკა,
- თამთა ფანცულაია - ლიეტუვის რესპუბლიკა,
- მარიამ მიქიაშვილი - ნიდერლანდების სამეფო,
- თორნიკე ცირეკიძე - პოლონეთის რესპუბლიკა,
- მარიამ ქებაძე - უნგრეთი,
- სოფიკო თოფურია - ჩეხეთის რესპუბლიკა,
- თამარ ქვლივიძე - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა.
"დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის" პროგრამის გამარჯვებულები იხილეთ აქ:
"უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის" პროგრამის გამარჯვებულები იხილეთ აქ:
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავენ ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას, საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოვებას. ამ მიზნით პროგრამების გამარჯვებულები, მიმდინარე წლის განმავლობაში განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში.