პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის სწავლება დაიწყება


24.11.2022

მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ათენის კაპოდისტრიასის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების შემსწავლელ ცენტრში, ქართული ენის სწავლება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ უცხო ენების ჩამონათვალში წელს პირველად დაემატა ქართული ენა. ამჟამად, უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ უცხო ენების ცენტრში შემდეგი ენები ისწავლება: ალბანური, არაბული, ბულგარული, ჩინური, დანიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, ქართული, ინდური (სანსკრიტი), იტალიური, იაპონური, კორეული, ნორვეგიული, სპარსული, პოლონური, პორტუგალიური, რუსული, სერბული, ესპანური, შვედური, თურქული, ჩეხური, რუმინული და ფინური.

ქართული ენის პედაგოგად ბერძნული მხარის მიერ შერჩეულ იქნა ფილოლოგიის დოქტორი, თეონა ბერიძე, რომლის ინიციატივითა და ძალისხმევით დაიწყო ქართული ენის სწავლება.  

ქართული ენის კურსზე დარეგისტრირებულ, 18 წელს ზემოთ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს, გაიაროს ენის ერთწლიანი კურსი (დამწყებთათვის) და მიიღოს კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი ქართული ენის ფლობის დონის მითითებით. კურსზე სწავლება ფასიანია.  

რეგისტრაციისთვის და დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ, ეწვიოთ ვებ გვერდს: www.didaskaleio.uoa.gr

 

ასევე, შეგიძლიათ იხილოთ უცხო ენების ცენტრის საკონტაქტო ინფორმაცია: 

Ε-mail[email protected]

მისამართი: ქ. ათენი, იპოკრატუს N7, II სართული

ტელეფონი: +30 210 3688204, 210 3688262, 210 3688265,210 3688266, 210 3688267, 210 3688245.