პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ყარაგანდის ქართულ საკვირაო სკოლას სახელმძღვანელოები გადაეცა


24.07.2019

 

2019 წლის 24 ივლისს, ქალაქ ყარაგანდაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ყაზახეთის რესპუბლიკაში ზურაბ აბაშიძემ დიასპორულ ორგანიზაცია - „ჯორჯია 2007“-თან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები გადასცა.

აღნიშნული სახელმძღვანელოები სპეციალურად საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისთვის შეიქმნა „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით.

აღსანიშნავია, რომ უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელოები სახელმწიფოს მიერ პირველად იქნა შემუშავებული.

სახელმძღვანელოები, მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად, მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და ეხმარება მათ ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.