პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართულ-თურქული ეკონომიკური ფორუმის შესახებ ვლადიმერ კონსტანტინიდმა და ოსმან თურანმა ისაუბრეს


13.06.2022

10 ივნისს ქართულ-თურქული ბიზნეს ფორუმი “ჩვენებურები” გაიმართა.

 

თურქეთ-საქართველოს ბიზნეს ფორუმის „ჩვენებურები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობითა და თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრები ქართული დიასპორის ინიციატივით საქართველოში პირველად ჩატარდა. ბიზნესფორუმი მიზნად ისახავს საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ თურქეთის ბიზნესის სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირებას და თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობით საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას.ფორუმის ფარგლებში საქართველოს 100-ზე მეტი თურქი მეწარმე, პოტენციური ინვესტორი და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი სტუმრობს. საქართველოს მხრიდან ფორუმში მონაწილეობენ ეკონომიკური ბლოკის, შესაბამისი სახელმწიფო სააგენტოების და სამეწარმეო სფეროების წარმომადგენლები.

ეკონომიკური ფორუმის შესახებ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ოსმან თურანმა ისაუბრეს.

“ბევრი გვესმის, რომ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სახელმწიფო ამას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, მაგრამ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ გვყავს სოლიდური კონტრიბუტორი ბიუჯეტში, ჩვენი დიასპორის სახით. დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი არის ყოველწლიურად კონტრიბუცია დიაპორის მხრიდან და მიუხედავად პანდემიის პირობებში შექმნილი სირთულეებისა ეს რიცხვი არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც…  ეს ადამიანიები ადგილსამყოფელ ქვეყნებში ახერხებენ რეალიზებას და ეს ადამიანური კაპიტალი შემდგომში ითარგმნება ფინანსურში და ასე, ამ ფორმით, ისინი ჩართული არიან ქართულ ეკონომიკაში. არის მარტივი ხასიათის ინვესტიციები, როგორიცაა მაგალითაც, უძრავი ქონების შესყიდვა, იმ გათვლით, რომ შემდეგ დიაპსორელები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ამ ყველაფრის რეალიზაცია აქ მოახდინონ. თუმცა ვფიქრობ, რომ მეტი ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ ამ ადამიანებს და ვეცადოთ რომ სხვა სივრცეებიც გავუხსნათ. მაგალითად ტექნოლოგიური მიმართულებები” - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ინტერვიუ ვრცლად სეგიძლიათ იხილოთ: