პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2021


05.04.2021

2021 წლის 5 აპრილიდან, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას. კონკურსში განაცხადების წარდგენა მსოფლიოს 30 ქვეყანაში მცხოვრებ ახალგაზრდებს (18-დან 29 წლის ჩათვლით) შეუძლიათ მიმდინარე წლის 5 მაისის ჩათვლით.

აღნიშნული პროგრამის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარება.

სახელმწიფო პროგრამა „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ 2015 წლიდან ხორციელდება და მისი ამოცანაა ,,ახალგაზრდა ელჩების“ მიერ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს, მისი კულტურის პოპულარიზაცია, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოელ მეგობართა ქსელის შექმნა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა. პროგრამა, აგრეთვე, მძლავრი მექანიზმია სახალხო დიპლომატიის გასააქტიურებლად.

პროგრამის ფარგლებში, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ გახდნენ „ახალგაზრდა ელჩები“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის, ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებ.

აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა საშუალება მჭიდრო კავშირი დაამყაროს ქართული დიასპორის ახალგაზრდა წარმომადგენლებთან და მათ მიერ კულტურულ-შემეცნებითი, საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და სხვა ინიციატივების განხორციელების გზით, ხელი შეუწყოს ქვეყნის განვითარების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობას.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს 30 ქვეყანაში. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში, „ახალგაზრდა ელჩების“ შერჩევა ღია კონკურსის საფუძველზე მოხდება მსოფლიოს შემდეგ 30 ქვეყანაში: 1. ავსტრიის რესპუბლიკა; 2. აზერბაიჯანი; 3. ამერიკის შეერთებული შტატები; 4. ბელარუსი 5. ბელგიის სამეფო; 6. ბულგარეთი; 7. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა; 8. დანია; 9. დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო; 10. ესპანეთის სამეფო 11. ესტონეთი; 12. თურქეთის რესპუბლიკა; 13. იაპონია; 14. ირლანდია; 15. ისრაელის სახელმწიფო; 16. იტალიის რესპუბლიკა; 17. ლატვია; 18. ლიეტუვა; 19. ნორვეგია; 20. ნიდერლანდების სამეფო; 21. პოლონეთის რესპუბლიკა; 22. საბერძნეთის რესპუბლიკა; 23. სამხრეთ აფრიკა; 24. საფრანგეთის რესპუბლიკა; 25. უკრაინა; 26. უნგრეთი; 27. შვედეთის სამეფო; 28. შვეიცარია; 29. ჩინეთი; 30. ჩეხეთის რესპუბლიკა;

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-დან 29 წლის ჩათვლით საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ და ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სასურველია ჰქონდეს ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის, პროექტების მართვის და ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გამოცდილება;

„ახალგაზრდა ელჩებს“ სპეციალურად შექმნილი კომისია შეარჩევს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლების შემადენლობით;

განაცხადების და შესაბამისი დოკუმენტაციის (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება ხდება ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

წარმოსადგენი დოკუმენტები:

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამა - დანართები:

  1. პროგრამის აღწერილობა;
  2. განაცხადის ფორმა.

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მესამე მდივანი თამარ კობახიძე: მობ.: +995 592 80 46 55 / დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი: +995 595 96 40 00.