პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ 2021


05.04.2021

2021 წლის 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ საზღვარგარეთ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის მიმართულებით დაგეგმილი საგრანტო კონკურსი - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ წარადგინა. 

პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება, ისე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.

პროგრამა წელს, პირველად, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მის ფარგლებში დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკორული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 89 ქართული ფოლკლორული ანსამბლი მოქმედებს. 

საგრანტო პროექტის საკონტაქტო პირებია: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს ატაშე თამარ ჩხაიძე: მობ.: +995 577 76 87 68 / დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს უფროსი მარიამ მამესწარაშვილი: +995 595 96 40 00.