პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლოს ანჯელესში ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა


03.02.2023

ლოს ანჯელესში, სამხრეთ კალიფორნიაში ქართული კულტურისა და საგანმანათლებლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას 200-მდე ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეკრებილ ქართული სათვისტომოს წარმომადგნელებს სიტყვით მიმართა სან ფრანცისკოში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ლევან ბერიძემ.

ლევან ბერიძემ ხაზი გაუსვა ცენტრის როლს ქართული კულტურის, ისტორიისა და ენის პოპულარიზაციაში. გენერალურმა კოსნულმა კიდევ ერთხელ მზადყოფნა გამოთქვა, სამომავლოდ ცენტრის მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების მხარდასაჭერად. 

ლოს ანჯელესში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გენერალურმა საკონსულომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საკონსულო მომსახურება გაწია. 

ამასთანავე, გენერალური კონსული ლოს ანჯელესში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს და კოლეგა გენერალურ კონსულებს შეხვდა. შეხვედრებზე მთავარი განსახილველი თემა ლოს ანჯელესსა და საქართვლოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სტიმულირება იყო.