პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მასარიკის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის კაბინეტი გაიხსნა


01.06.2022

30 მაისს, ჩეხეთში საქართველოს საელჩოსა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელშეწყობით, მასარიკის უნივერსიტეტის ადრეული შუა საუკუნეების კვლევით ცენტრში, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა შოთა რუსთაველის კაბინეტი. 

ღონისძიება, საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა გახსნა და ისაუბრა შოთა რუსთაველის კაბინეტის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში. ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ივან ფოლეტიმ წაიკითხა ლექცია: “ადრეული შუა საუკუნეების საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთის გზაგასაყარზე”. ასევე, კარლის უნივერსიტეტის პროფესორი მაია დარჩია წარსდგა მოხსენებით "ვეფხისტყაოსნის როლი თანამედროვე სამყაროში“. პრეზენტაციის დასასრულს, კარლის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლელა ჟორჟოლიანმა და მაია დარჩიამ  წაიკითხეს ჩეხურ და ქართულ ენებზე ამონარიდები ვეფხისტყაოსნიდან.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, მასარიკის უნივერსიტეტის რექტორი მარტინ ბარეში, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები.