პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების ცენტრი აცხადებს საგრანტო კონკურსს


03.06.2022

მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD), ევროკავშირის და შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭრით, აცხადებს საგრანტო კონკურსს მიგრაციის თემებზე მომუშავე არასამთავრობო  ორგანიზაციებისთვის. 

საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის - „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) - ფარგლებში. 

საგრანტო განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 11 ივლისი, 17:00 (CET) 2022. 

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, შემდეგ ბმულზე: 

https://www.icmpd.org/wor.../grants/open-calls-for-proposals

სააპლიკაციო ფორმის და ყველა აუცილებელი დოკუმენტის ჩამოსატვირთად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის,  სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონულ პლატფორმაზე: 

https://in-tendhost.co.uk/icmpd/aspx/Tenders/Appraisal

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს:

https://www.facebook.com/ICMPDinGeorgia/