პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიკოლოზ ოქრუაშვილმა ძიუდოში ავსტრიის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა


13.06.2022

ავსტრიის ქართულ ცენტრთან არსებული, ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლემ, 11 წლის ნიკოლოზ ოქრუაშვილმა, ძიუდოში ავსტრიის ჩემპიონატში, 18 წლამდე მოზარდებს შორის, 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში გაიმარჯვა და პირველი ადგილი დაიკავა.   

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი გულითადად ულოცავს ნიკოლოზ ოქრუაშვილს გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მას!