პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პარიზში საპარლამენტო დელეგაციის წევრებსა და დიასპორული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა


10.12.2021

9 დეკემბერს, პარიზში, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს შეხვდნენ.

მათ შორის იყვნენ ასოციაცია „თამარიონის“ -წარმომადგენელი ნინო კალატოზიშვილი, ქართული ასოციაცია საფრანგეთში წარმომადგენელი პაპუნა ჩიხრაძე,  ასოციაცია და ვებ პორტალი „ქართველები საფრანგეთში“ წარმომადგენელი მარიამ შალაშვილი  და „მოძრაობის თეატრის“ დამფუძნებელი საფრანგეთში თამარ ლოჩოშვილი.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთში თეა კატუკია,  საელჩოს უფროსი მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა და კონსული მანანა მელქაძე.  

შეხვედრაზე, ბექა ოდიშარიამ  ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებასა და მხარდაჭერაზე უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების მიმართ, გააცნო  ახალი შესაძლებლობები და პროგრამები, ეკონომიკური ხასიათის აქტივობები, სახელმწიფოს მიერ დიასპორისთვის შეთავაზებული ეკონომიკის მასტიმულირებელი პროგრამები.

გელა სამხარაულმა შეხვედრის მონაწილეებთან ისაუბრა სოფლის მეურნეობის საგრანტო პროგრამებზე, საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებზე, ევროპისა და აშშ ღიაობაზე ქართული საექსპორტო პროდუქციის მიმართ.

საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს საელჩოს საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში გაწეული ორგანიზაციული საქმიანობისთვის.