პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოლონეთში ქართველი ხელოვანის კონსტანტინე ციციშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა


11.07.2019

ა.წ. 11 ივლისს, ვარშავაში საქართველოს საელჩოში გაიმართა პოლონეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, დიასპორის უხუცესი წარმომადგენლის, კონსტანტინე ციციშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნა. 

ქართველი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა „Genezis Sacrum” გახსნა პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ილია დარჩიაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა გამოფენის ავტორმა კონსტანტინე ციციშვილმა და ისაუბრა გამოფენის მიზანზე, რაც გულისხმობს ქართული კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. სიტყვით გამოსვლისას მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მდიდარ კულტურასა და ისტორიას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონური ხელოვნებისა და მედიის წარმომადგენლები, ქართული დიასპორის წევრები, აგრეთვე, ვარშავაში ვიზიტად მყოფი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე.

ქართველი ხელოვანის ნამუშევრების გამოფენა პოლონეთში საქართველოს საელჩოში ერთი თვის განმავლობაში იქნება განთავსებული და მსურველებს მისი დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ ყოველ ოთხშაბათს, 14:00-17:00 საათებში.