პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში მცხოვრები 13 ქართველი სტუდენტი ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში ისწავლის


17.06.2022

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საბერძნეთში მცხოვრებმა 13-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო სრული დაფინანსება ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციასთან (EPLO) არსებულ ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში (ELGS) ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში უმაღლესი განათლების მისაღებად.

საბერძნეთში საქართველოს საელჩო წარმატებას უსურვებს სტუდენტებს ევროპული საქართველოს მომავლის შენების გზაზე!

სტუდენტების სერთიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქარველოს ელჩი საბერძნეთში დავით დონდუა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის დირექტორი სპირიდონ ფლოღაიტისი.

“ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს ათენში საქართველოს საელჩოსთან. გასულ წელს თავისი წარმომადგენლობა დააფუძნა თბილისში და ეხმარება ჩვენს საჯარო მოხელეებს კვალიფიკაციის ამაღლებასა და ევროპული განათლების მიღებაში. ამ ორგანიზაციამ მასთან არსებულ ევროპული სამართლისა და მმართველობის სკოლაში შემოგვთავაზა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების სრულად დაფინანსება ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში, თან იმ მეცნიერებებში რომელიც ყველაზე უფრო მეტას სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება და ევროკავშირში გაწევრიანება. ამისათვის მინდა მადლობა გადავუხადო ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პროფესორ სპირიდონ ფლოღაიტის და უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელობას ამ უნიკალური შემოთავაზებისთვის” - დავით დონდუა, საქართველოს ელჩი საბერძნეთში.