პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა


24.06.2019

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგრანტო პროგრამის - "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა" - ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა 2 კვირით, 2019 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა. გადაწყვეტილება დიასპორის წარმომადგენლების თხოვნის გათვალისწინებით იქნა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით  შეიქმნა დიასპორაზე მიმართული პროექტების დაფინანსების მექანიზმი. სამინისტრო, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, კონკურსის წესით დააფინანსებს საქართველოს მოქალაქეების მიერ წარმოდგენილ პროექტებს და განახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე.

საგრანტო პროგრამისდიასპორული ინიციატივების ხელშეწყობამიზანია ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, სახალხო დიპლომატიის განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის, სამშობლოში დაბრუნებისა და თანამემამულეთა ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

პროგრამა საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება, რომლისთვისაც  ბიუჯეტიდან 500.000 ლარის დაფინანსების გამოყოფაა გათვალისწინებული.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების (ქართულ ენაზე ან ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის) მიღება მითითებული ვადების გათვალისწინებით ხდება მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

შედეგად, საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ კანდიდატს გადაეცემა არაუმეტეს 30000 ლარი.

განმცხადებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტებია:

საგრანტო წინადადება უნდა მოიცავდეს:

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები  თანამემამულეების მაქსიმალურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და საქართველოს პოზიტიური იმიჯის წარმოჩენაში, რაც სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება გახლავთ. წარმოდგენილი ინიციატივა დიასპორას შესაძლებლობას აძლევს უკეთ მოახდინოს საკუთარი იდეების რეალიზება.

დანართი N1 - საგრანტო პროგრამა "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა"

დანართი N2 - საგრანტო განაცხადის ფორმა