პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს ელჩი თურქეთის საავადმყოფოთა ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა


02.09.2021

2021 წლის 1 სექტემბერს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის საავადმყოფოთა ქსელის “Memorial Hospitals Group”-ის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ურთიერთთანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და სამედიცინო ტურიზმის მნიშვნელოვანი ასპექტები.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯრავამ “Memorial Hospitals Group”-ის წარმომადგენლებს შესთავაზა, მათი მხრიდან განხილულ იქნას, თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და დიასპორის წარმომადგენლებისთვის, კომპლექსური სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობების შეთავაზებისა და სხვადასხვა სახის სამედიცინო კონსულტაციის უფასოდ გაწევის შესაძლებლობა.