პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა


10.05.2021

2021 წლის 10 მაისს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, "საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა.

აღნიშნული დოკუმენტი ორი ქვეყნის მოსახლეობას, როგორც საქართველოში, ასევე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, მოგზაურობისთვის სავიზო რეჟიმისგან ათავისუფლებას.

შეთანხმება ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.

ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის კულტურის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ჩრდილოეთ მაკედონიის კულტურის მინისტრმა, ირენა სტეფოსკამ.

მემორანდუმი ითვალისწინებს პირდაპირი კონტაქტების დამყარების წახალისებას კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: ლიტერატურა და საგამომცემლო საქმიანობა, საბიბლიოთეკო საქმიანობა, ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, კინო, თეატრი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა