პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეების მხარდაჭერა გურიაში


31.08.2021

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) პროექტის ფარგლებში “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში”, რომელიც დაფინანსებულია IOM-ის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, აცხადებს საგრანტო კონკურსს “საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს იდეების მხარდაჭერა გურიაში”.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციასა და ადგილობრივი თემების გაძლიერებას, რიგი ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. Პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს გრანტების გაცემას, ისეთი ბიზნეს იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

პროექტით განსაზღვრული საგრანტო კონკურსის განხორციელება გათვალისწინებულია ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

პირმა, რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნულ წინაპირობებს, ბიზნეს იდეის განაცხადის შევსებული ფორმა უნდა წარმოადგინოს 2021 წლის 12 სექტემბრის დღის ბოლომდე, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]

განაცხადის ფორმა და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/37U1NA2 

ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პაატა შარაშენიძეს, ელ ფოსტა: [email protected]; ტელეფონი: 577 28 05 79