პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სლოვენიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა


01.06.2023

30 მაისს სლოვენიაში, ქ. ლიუბლიანის ისტორიულ ციხე-სიმაგრეში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველო-სლოვენიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სლოვენიის ხელისუფლების, სამოქალაქო და აკადემიური წრეების, ბიზნესისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სლოვენიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები.

მიღებაზე ლიუბლიანის ქალთა სიმღერის ანსამბლმა „კვალი“ შეასრულა საქართველოსა და სლოვენიის სახელმწიფო ჰიმნები; ასევე, გუნდის მიერ შესრულდა ქართული პოლიფონიური სიმღერები. მიღებაზე გაიმართა ლიუბლიანაში მცხოვრები ქართველი ფოტოგრაფის, ნინო ბექთეშაშვილის პრესონალური ფოტო-გამოფენა.