დიასპორული მედია პლატფორმა Speech იწყებს ახალ პროექტს - STEM მასტერკლასი სტუდენტებისთვის.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში STEM განათლების დანერგვასა და განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერები საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას მოახდენენ სამშობლოში.
პროექტის თემატიკა შეეხება ინოვაციებისა და ტექნოლოგიებს, მასტერკლასების ფარგლებში დარგის სპეციალისტები, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას, რაც მათ დაეხმარებათ, ჰქონდეთ წვდომა უცხოეთში აპრობირებულ საგანმანათლებლო და სამუშაო სისტემებზე.
პროექტის ამოცანაა, გაუხსნას ახალგაზრდებს შესაძლებლობების გზას მომავლის პროფესიებში.
მსმენელები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე, სამოტივაციო წერილისა და შევსებული აპლიკაციის მიხედვით.
შეხვედრები გაიმართება 1 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით.
მასტერკლასებზე დასწრება უფასოა. დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა - 20 სექტემბერი.
განაცხადის გასაგზავნად და მასტერკლასის კურიკულუმის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პლატფორმა Speech-ს.
პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამის - “დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა” - ფარგლებში.