პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცხადდება სტაჟირების კონკურსი ევროპის საბჭოს საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში


02.11.2021

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა 2021 წლის 1 ნოემბრიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 2 საუკეთესო აპლიკანტს.

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

საბუთები მიიღება გრძელდება მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: 

[email protected]

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვის ნებისმიერ სამუშაო დღეს.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

https://bit.ly/3bwNKCb

დამატებითი კიტხვების შემთხვევაში დაუკავშირდით საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფისს ევროპის საბჭოში: სამუშაო დღეებში 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე (შესვენება 13:00 -14:00 სთ.) შემდეგ ტელეფონზე: +33 3 90 22 20 10 ან ელ. ფოსტაზე: [email protected]