პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში, ქ. საფანჯაში ქართულ-ლაზური ზეიმი გაიმართა


15.09.2019

ა.წ. 15 სექტემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ქ. საფანჯაში, „საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციის“ ორგანიზებითა და საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართულ-ლაზური ზეიმი გაიმართა.

ზეიმში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ლაზური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა საქარიადან, ინეგოლიდან და სტამბოლიდან.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანი გელა ჯაფარიძე და მან „საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციის“ სახელით, ჭიდაობაში 2019 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელს, ბედირჰან თანს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. დესპანმა, საელჩოს სახელით, მადლობა გადაუხადა „საქარიას ქართველთა კულტურის ასოციაციას“, ზეიმის თითოეულ მონაწილესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კონცერტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის და უსურვა მათ შემდგომი წარმატებები ორი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

კონცერტს, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა, დაახლოებით 3 ათასზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები.