პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!


07.02.2023

2023 წლის 6 თებერვალს, თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქ. სტამბოლსა და ქ. ტრაპიზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. 

თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში  შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ:

 

☎ საქართველოს საელჩოს ქ. ანკარაში +90(533)6903040; +90(539)2208280 

☎ გენერალურ საკონსულოს ქ. სტამბოლში +90(541)8184400

☎ გენერალურ საკონსულოს ქ. ტრაპიზონში +90(541)3262226

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას.