პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

თურქეთში საქართველოს ელჩი საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს დაესწრო


11.07.2022

2022 წლის 1-3 ივლისს, თურქეთში საქართველოს ელჩი, გიორგი ჯანჯღავა, ბურსის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, დაესწრო საელჩოს თანამონაწილეობითა და ჩართულობით, ინეგოლის კავკასიური ფოლკლორის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ქორეოგრაფიულ ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ბაზაზე მოქმედი ანსამბლები, ასევე, საქართველოდან მიწვეული შემოქმედებითი კოლექტივები ,,ზე-კართან“, ,,ბათუმი“ და ,,როკვა“.

ელჩმა, ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ქართული დიასპორის მნიშვნელოვან როლზე საქართველოს განვითარების და ქვეყნის პოზიტიური იმიჯის წარმოჩენის საქმეში და აღნიშნა, რომ დიასპორასთან ურთიერთობა საქართველოს მთავრობის და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.

ულტურული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს ელჩმა, შეხვედრები გამართა ბურსისა და ინეგოლის მერებთან, ალინურ აქთაშთან და ალფერ თაბანთან, ასევე, მმართველი პარტიის ბურსის დეპუტატთან, ვილდან ილმაზ გურელთან და ადგილობრივი თვითმმართველობისა და  ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით.