პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
პროექტში „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
დაჯილდოების ცერემონია 3 ივლისს გაიმართა.
ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის:
ქეთი მელუა, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი;
ლიკა შხვაცაბაია, ესპანეთში მოღვაწე ხელოვანი, მხატვარი;
მაკა ლომსაძე კიევის საგანმანათლებლო ცენტრის „იბერიელ“ -ის ხელმძღვანელი
მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის:
დავით ყოლბაიას, ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის კავკასიოლოგიური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველოლოგი;
სოფიო ადამიას, მოღვაწე მედიცინის დოქტორს ონკოლოგიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი;
მერაბ კოკაია, ქ. ლუნდსის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ და
იოსებ ნანობაშვილი, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის:
ზვიად ჯაფარიძე, საქველმოქმედო ფონდი „იმედი 2008“ დამფუძნებელი. საკუთარი ხელფასით საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს შეუძინა 13 ეტლი.
სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის:
მიხეილ სარჯველაძე, კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტმა, კიოლნის უნივერსიტეტისდოქტორანტმა და 2015 წლის საქართველოს ახალგაზრდა ელჩმა გერმანიაში
ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის:
ზაზა ფაჩულია, ქართველ კალათბურთელს, საქართველოს ნაკრების კაპიტანს და NBA-ის 2017 წლისჩემპიონი
საქართველოს უცხოელი მეგობარი:
ლეოპოლდ ბაუსბეკი, ავსტრიელ მეწარმეს;
თეოდორა ავგერი, ბერძენი ტელეჟურნალისტი; ტელეკომპანია ERT 3 (საბერძნეთის რადიო-ტელევიზია 3); ის თავის გადაცემებში ხშირად საუბრობს ქართველ ემიგრანტებზე, ქართულ კულტურაზე.
თომას ჰოიზერმანი, საქართველოს შვეიცარელ მეგობართა გაერთიანების პრეზიდენტი; შვეიცარიელი პედაგოგი და მუსიკოსი. შვეიცარიაში ქართული კულტურის, მუსიკის და ლიტერატურისდიდ ქომაგი