პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2019

„დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

დაჯილდოების ცერემონია 10 მაისს გაიმართა.

მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის:

გიორგი გრიგოლია, მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. საკუთარი მოღვაწეობის პერიოდში ხელი შეუწყო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დაახლოებას. მისი წარდგინებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, 11 გერმანელ პროფესორს მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება, ასეულობით ქართველ სტუდენტს კი საშუალება მიეცა პროფესიული ცოდნა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აემაღლებინა. გიორგი გრიგოლია 2008 წელს აქტიურად იყო ჩაბმული რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაჭრილი თანამემამულეების მკურნალობის საქმეში.  

ზურაბ ბერეჟიანი, პროფესორი, ლაკვილას უნივერსიტეტის ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტი. იგი მრავალი წელია მოღვაწეობს იტალიაში, მათ შორის  ბირთვული ფიზიკის ნაციონალურინსტიტუტში (INFN). იგი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. მისი ინიციატივით, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არა ერთმა ქართველმა სტუდენტმა მოახერხა სასწავლებლად  გამგზავრება იტალიაში.  

 

კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის:

იბერია ოზქან (მელაშვილი), დაიბადა და ცხოვრობს თურქეთის რესპუბლიკაში. მას მნიშვნელოვანი კვლევები აქვს ჩატარებული მუსიკათმცოდნეობაში, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს ქართული ხალხური მუსიკა. მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა ანსამბლი„კავკასიის მთა“ და მაჭახელას უხუცესთა ანსამბლი. 2011 წელს ქ. სტამბოლში დააფუძნა „ქართულიხელოვნების სახლი“, სადაც ქართული სამუსიკო ხელოვნების დაუფლებასთან ერთად, აქტიურადმიმდინარეობს ქართული მრავალხმიანობის მეცნიერული შესწავლა. 2018 წელს მისი ინიციატივითგანხორციელდა პროექტი - „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში“.

ზურაბ ცუცქირიძე, საფრანგეთში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლ „დეისის“ ხელმძღვანელი. ქართული ცეკვისა და ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მისი დაფუძნებული ანსამბლი აქტიურადეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებისგადასარჩენად. ანსამბლს მიღებული აქვს მონაწილეობა  საერთაშორისო ჰუმანიტარულ  აქციებში.   „დეისი“ თანამშრომლობს და დონაციას ახდენს ქ. ნიცაში არსებულ ბავშვთა საავადმყოფო Lenval-თანდა ქ. სტრასბურგში არსებულ საავადმყოფო Hautepierre-თან. ზურაბ ცუცქირიძეს მიღებული აქვსოფიციალური მადლობა, როგორც საფრანგეთის, ასევე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

თინათინ სვანიძე-ვენკო, ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი. კომპანია Tika Tours მფლობელი. იგი აქტიურად ეწევა ქართული კულტურის, ტრადიციებისა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.  თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივით არა ერთი კულტურული ხასიათის ღონისძიება გაიმართა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის მოეწყო გამოფენები, სადაც წარმოდგენილი იყო ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი ფერწერული ტილოები, ჭედურობა, მინანქარი და ლიტერატურული თარგმანები.

 

სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი:

დალი უბილავა-დე გრააფი, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ლეიდენში მოქმედი ფონდის „არტექო“ დამფუძნებელი. ფონდი ახორციელებს ხელოვნების პროექტებს,  ორგანიზებას უწევს   ფესტივალებს, კონცერტებს, ფერწერული, ფოტოხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ჰოლანდიური ანიმაციური ფილმებისა და ქართული კინოკლასიკის ჩვენებებს, მასტერკლასებს. არტპროდიუსინგის პარალელურად დალი უბილავა-დე გრააფი აქტიურად მოღვაწეობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ESA/ESTEC ვიზიტორთა ცენტრში Space Expo, სადაც ის ჰოლანდიელი და საერთაშორისო პუბლიკისთვის კოსმოსური მეცნიერებისა და პროექტების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

 

საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის:

ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი, გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელი. სკოლაში 130-მდე ქართველი ბავშვია რეგისტრირებული, სკოლასთან ასევე მოქმედებს საბავშვო-ბაღი. ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი არის მრავალი საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიების ორგანიზატორი, მათ შორის აღსანიშნავია ქეთი მელუას სახელობის ყოველწლიური ფესტივალი, ღონისძიება "ქართული რთველი" და ა.შ. მისი ხელმძღვანელობით დაარსებული ქართული საკვირაო სკოლა არის ბრიტანეთის მთავრობის ჯილდოების - Apollo Awards-ს და და  Make a Difference Awards მფლობელი.  

თინათინ ჩითინაშვილი, გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე. მისისაქმიანობა ქართული სათვისტომოში მრავალ სფეროს მოიცავს. იგი არის ახალგაზრდული ჯგუფის „იბერი“ დამფუძნებელი, რომელიც არის ორგანიზაციის „გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში“ (DJO) წევრი. არის მრავალი დიდი  კულტურული ღონისძიებების ინიციატორი. 2011 წელს დაარსდა გერმანიისქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდი, რომლის საქმიანობასაც დაარსების პირველი დღიდანაქტირუად წარმართავს. კოორდინაციას უწევს საქველმოქმედო აქციების მოწყობას და შემდეგ კიშემოსული თანხების ოჯახებისათვის მიწოდებას საქართველოში.

 

ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის:

ლევან გოგინაშვილი, დიდ ბრიტანეთში მოქმედი ქართველ ძიუდოისტთა კლუბის "ფალავანი" დამფუძნებელი. ამჟამად კლუბში ბრიტანეთში მცხოვრები 30-ზე მეტი ბავშვი ეუფლება საბრძოლო ხელოვნებას. სპორტული აქტივობების გარდა ლევანი ხელს უწყობს აღსაზრდელებში ქართული ტრადიციების დამკვიდრებას, ქართული ენისა და კულტურის სიყვარულს. კლუბის აღსაზრდელები არიან მრავალი ტურნირის გამარჯვებულები. ერთი წლის წინ "ფალავანმა" გუნდური პირველობა მოიპოვა პარიზსა და ათენში გამართულ ევროპის ბავშვთა  კლუბებს შორის ტურნირში.

 

საქართველოს უცხოელი მეგობარი:

ლუიჯი მაგაროტი, ქართველოლოგი, ვენეციის "კა'ფოსკარის უნივერსიტეტის'' პროფესორი; თითქმის ნახევარი საუკუნია, რაც იკვლევს ქართული ცივილიზაციის საკითხებს და ეწევა ქართული კულტურის ინტენსიურ პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. საქართველოს 1975 წელს ეწვია, საფუძვლიანიად შეისწავლა ქართული ენა და მას მერე არ გაუწყვეტია კავშირი ქართული კულტურის და სამეცნიერო წრეებთან. მისი რედაქტირებით, თარგმნით და თანაავტორობით გამოიცა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები. სხვადასხვა დროს, პროფ. ლუიჯი მაგაროტოს მინიჭებული აქვს  საპატიო ჯილდოები და წოდებები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2002 წ.); საქართველოს ღირსების ორდენი (2003 წ.); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2014 წ.).

ჰაინალკა ბაბირაქი, ლიტერატურათმცოდნე, ქართველოლოგი, მთარგმნელი და პოეტი, 20 წელიწადზე მეტია რაც აქტიურად იღვწის ქართულ-უნგრული კულტურული კავშირების განსამტკიცებლად. იგი გახლავთ საქართველოსადმი მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა თუ პუბლიკაციის ავტორი, უნგრულ ენაზე თარგმნილი აქვს ქართული პოეზია. მისი პირველი წიგნი „უნგრულ-ქართული  ლიტერატურული კავშირები” (გამომცემლობა „Windsor Publishing“), რომელმაც ფართო პოპულარობა ჰპოვა უნგრულ საზოგადოებაში, ბუდაპეშტში 1997 წელს გამოიცა.  ჰ. ბაბირაქმა სადისერტაციო ნაშრომი ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე  ჯერ  ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით - უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა. 2013 წელს უნგრეთში გამოიცა ჰაინალკა ბაბირაქის მეორე წიგნი „კავკასიური საქართველო“.

 

სასარგებლო ბმულები