პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები

FDI გრანტი“ - უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამა

უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამა - FDI გრანტი, რომელსაც ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მიზნად ისახავს საქართველოში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობას, ტექნოლოგიის შემოდინებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ასევე, ქვეყანაში ახალი და მსოფლიოში აქტუალური ისეთი მიმართულების განვითარებას როგორიცაა "აუთსორსინგი" (BPO), ლოჯისტიკა და თვითმფრინავების შეკეთება (MRO). პროგრამა 1 მლნ ლარამდე თანადაფინანსებას შესთავაზებს უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ და საქართველოს ეკონომიკაში სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისათვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 200.

მეტის ნახვა

 „უმასპინძლე საქართველოში - სასტუმრო ინდუსტრია 

სახელმწიფო პროგრამა სასტუმრო ინდუსტრია, რომელსაც ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით (გარდა თბილისის და ბათუმისა) სასტუმრო ინდუსტრიის განვითარებას. პროგრამა მეწარმეობით დაინტერესებულ პირებს, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით, შესაძლებლობას აძლევს საქართველოში განავითარონ სასტუმროს ბიზნესი, შექმნან ახალი სამუშაო ადგილები და მოიზიდონ მეტი დამსვენებელი. პროგრამის ფარგლებში, აგრეთვე, შესაძლებელია საქართველოში წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების დამკვიდრების სტიმულირების გზით. კერძოდ, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია საქართველოში: ააშენოს ახალი სასტუმრო; მოახდინოს არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოება/გადაიარაღება ან გააფორმოს „ფრენჩაიზინგის“ ხელშეკრულება სასტუმროს საერთაშორისო ოპერატორთან და შემოიყვანოს უცხოური ბრენდი ქართულ ბაზარზე. პროგრამა, საბანკო სესხის შემთხვევაში, ითვალისწინებს სესხის მოცულობას მინიმუმ 50 000, ხოლო მაქსიმუმ 4 000 000 ლარის ოდენობით, საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით თანადაფინანსების შემთხვევაში კი, სესხის ოდენობა განსაზღვრულია მინიმუმ 50 000, ხოლო მაქსიმუმ 10 000 000 ლარის მოცულობით.

მეტის ნახვა

ტურისტული სერვისების ინდუსტრია

ტურისტული სერვისების ინდუსტრიის პროგრამას ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია თემატური პარკების, სათავგადასავლო ტურიზმის, ტურისტული სერვისებისა და კლიმატო-ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ საქართველოში რეგისტრირებულ იურდიულ პირს შეუძლია მიიღოს საბანკო სესხი, მინიმუმ 50 000, ხოლო მაქსიმუმ 10 000 000 ლარის მოცულობით, შემდეგი მიმართულებების დასაფინანსებლად: სპორტული ობიექტებისა და სპორტული კლუბების საქმიანობები, ფიტნესის ობიექტები, სხვა სპორტული საქმიანობები, გასართობი პარკებისა და თემატური პარკების საქმიანობები, გართობისა და დასვენების სხვა საქმიანობები, შემოქმედებითი, სახელოვნებო და გართობის საქმიანობები, მუზეუმების საქმიანობა, ისტორიული ადგილების, ნაგებობებისა და მსგავსი კულტურის ძეგლების ექსპლუატაცია.

პროგრამა ბენეფიციარს, აგრეთვე, სთავაზობს ტექნიკურ დახმარებას, რაც მოიცავს ბენეფიციარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. კერძოდ, საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების თანადაფინანსება 80%-ის ოდენობით, არაუმეტეს 10 000 ლარისა თითოეულ ბენეფიციარზე.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში. 

მეტის ნახვა

ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრია

ბალნეოლოგიური კურორტების ინდუსტრიის პროექტს ახორციელებს სააგენტო "აწარმოე საქართველოში" და იგი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების პოტენციალის წარმოჩენას ტურისტული აქტივობისა და მდგრადი ეკონომიკური სარგებლის მომტანი საწარმოების შექმნის გზით. პროექტის საშუალებით საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს აქვს შესაძლებლობა, რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, ბალნეოლოგიურ კურორტებზე სასტუმროს განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით დაინტერესებულ მეწარმეს შეუძლია მიიღოს საბანკო სესხი - მინიმუმ 50 000, მაქსიმუმ კი 5 000 000 ლარის მოცულობით ან მიიღოს თანადაფინანსება საერთაშორისო ბრენდის გამოყენებით - მინიმუმ 50 000 ლარის, ხოლო მაქსიმუმ 10 000 000 ლარის ოდენობით.

პროგრამა ბენეფიციარს, ასევე, სთვაზობს ტექნიკურ დახმარებას, რაც მოიცავს ბენეფიციარის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებებზე გაწეული ხარჯების ანაზღაურებას. კერძოდ, საკონსულტაციო მომსახურებაზე გაწეული ხარჯების თანადაფინანსება 80%-ის ოდენობით, არაუმეტეს 10 000 ლარისა თითოეულ ბენეფიციარზე.

მეტის ნახვა

ინდუსტრიული მიმართულება

სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული მიმართულების მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმის მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნისა და უკვე არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობა. პროექტი ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში და იგი ითვალისწინებს მეწარმეებისთვის ფინანსურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რაც გულისხმობს პროგრამის პარტნიორი კომერციული ბანკის მიმართვის შემთხვევაში, მეწარმეებისთვის კრედიტის დამტკიცებას „აწარმოე საქართველოს“ პირობებით. პროგრამის ფარგლებში საბანკო სესხის ოდენობა განსაზღვრულია მინიმუმ 50 000 ლარის, ხოლო მაქსიმუმ 10 000 000 ლარის ოდენობით შემდეგი მიმართულებების მხარდასაჭერად: ქაღალდი და მუყაო, ხის გადამუშავება, ლითონის ნაწარმი, ქიმიური წარმოება, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო წარმოება, ელ. მოწყობილობები, რეზინა და პლასტმასი. 

მეტის ნახვა

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს სესხის აღება კომერციულ ბანკებიდან ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან, "აწარმოე საქართველოს" პირობების შესაბამისად, შეუძლიათ შემდეგი მიმართულებების დასაფინანსებლად: წარმოება და გადამუშავება; სასტუმრო ინდუსტრია (მშენებლობა); სარესტორნო ინდუსტრია; საქმიანობა საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სფეროში; მომსახურების ფართო სპექტრი; კვლევები და დამუშავება; ვაჭრობა (აღნიშნული მიმართულებით შესაძლებელია მხოლოდ ახალი სესხის აღება და მხოლოდ საოპერაციო ხარჯების დაფინანსების მიზნობრიობით). პროგრამა ითვალისწინებს საბანკო სესხის მოცულობას მინიმუმ 50 000 ლარის, მაქსიმუმ  კი 5 000 000 ლარის ოდენობით, ხოლო მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შემთხვევაში, სესხის აღება შესაძლებელია მინიმუმ 20 000 ლარის, მაქსიმუმ კი 5 000 000 ლარის ოდენობით. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა რეგიონში.

მეტის ნახვა

მიკრო და მცირე მეწარმეობა - საგრანტო პროგრამა

მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველო“, გულისხმობს საქართველოს მასშტაბით მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. კერძოდ, აღნიშნული მოიცავს თანადაფინანსებას არაუმეტეს 30 000 ლარის ოდენობით და ყველა ბენეფიციარისათვის თანამედროვე სტანდარტების ტექნიკურ მხარდაჭერას მათთვის ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების, ბიზნეს-გეგმების შედგენისა და ბიზნესის ადმინისტრირების ტრენინგების შეთავაზებით. პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განიხილება შემდეგი ბიზნესიდეები: - ახალი ბიზნესის წამოწყება; - ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; - სოფლად/მაღალმთიან სოფელში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; - ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები; - განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი; - მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე ორიენტირებული პროექტები; იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს მასში, ასევე მეწარმე სუბიექტს/მეწარმე სუბიექტთა ჯგუფს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსი ცხადდება გარკვეული პერიოდულობით, რომლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სააგენტოს - „აწარმოე საქართველოს“.

მეტის ნახვა

პროგრამა ახალგაზრდა მეწარმე

სახელმწიფო პროგრამას ახალგაზრდა მეწარმეახორციელებს სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და იგი განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის (მამაკაცები - 18-დან 35 წლის ჩათვლით, ქალები - 18-დან 40 წლის ჩათვლით), რომელთაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება. პროგრამა ხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და ბათუმისა. პროგრამა ახალგაზრდა მეწარმე მიზნად ისახავს რეგიონებში/სოფლებში ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესში ჩართულობის ხელშეწყობას უშუალოდ ახალგაზრდებზე მორგებული დაფინანსების მოდელის საშუალებით. პროგრამა ითვალისწინებს ახალი ბიზნესის დასაწყებად დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების გაწევას როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ბიზნეს საქმიანობის შემთხვევაში. სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს ბიზნეს-გეგმაში აღწერილი პროექტის საინვესტიციო ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 (სამოცი ათასი) ლარს; პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი პროექტის საინვესტიციო ღირებულება კი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) ლარს. რაც შეეხება ტექნიკურ დახმარებას, პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების მიღებამდე პოტენციური ბენეფიციარები მიიღებენ კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებას ბიზნეს-გეგმების შედგენის მიმართულებთ. წარმოდგენილი ბიზნეს-გეგმის დამტკიცების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ბენეფიციარს დაეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის ყველა საჭირო ღონისძიებაში (თანადაფინანსების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, ბიზნესის მართვისათვის საჭირო ტრენინგების შეთავაზება და ა.შ.)

მეტის ნახვა

სტარტაპ საქართველო“ - ინოვაციური ბიზნესი

ინოვაციური ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სტარტაპ საქართველოს მიზანია მოქალაქეებს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, მიეცეთ უნიკალური შანსი - განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს-იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების შედეგად, ქვეყანაში უფრო ამაღლდება სამეწარმეო სულისკვეთება, გაჩნდება ახალი ბიზნესის წარმოების მრავალი შესაძლებლობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. პროგრამა მოიცავს ორ - ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტს. კერძოდ, ინოვაციურ კომპონენტში დაფინანსების მოპოვება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ან პირთა ჯგუფს, რომელთაც აქვთ ინოვაციური ბიზნეს-იდეა ნებისმიერ სფეროში. პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების ოდენობა განსაზღვრულია 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. აღალტექნოლოგიური კომპონენტის შემთხვევაში კი, ბიზნეს-იდეას შეაფასებენ წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები სილიკონველიდან (აშშ), საინვესტიციო დაფინანსება განსაზღვრულია 100 000 ლარამდე და არ მოითხოვება განმცხადებლის თანხობრივი თანამონაწილეობა. მაღალტექნოლოგიურ იდეად ჩაითვლება: ავიაკოსმოსური წარმოება; ავტომობილები; ხელოვნური ინტელექტი; ბიტექნოლოგიები; ბიოინფორმატიკა; კომპიუტერული ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერება; ინფორმაციული ტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ბირთვული ფიზიკა; ელექტრომაგნიტური გამოსხივება; რობოტიკა; ნახევარგამტარები; ტელეკომუნიკაცია.

მეტის ნახვა

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს სტარტაპებისთვის თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია დამწყები კერძო და მცირე ინოვაციური საწარმოების ხელშეწყობა. პროგრამა ითვალისწინებს ისეთი ბიზნეს-იდეების დაფინანსებას, რაც გულისხმობს ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და გლობალური პოტენციალის მქონე პროდუქტების/სერვისების შემუშავება/ათვისებისა და მათი შემდგომი კომერციალიზაციის გზით, საქართველოში ინოვაციისა და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებას. საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული; განაცხადის შეტანა, ასევე, შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს, ამ შემთხვევაში მათი დარეგისტრირება მოხდება კონტრაქტის გაფორმებამდე. პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისათვის, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის 90%-ს (100 000 ლარს). პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10% განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი, სხვა წყაროებიდან, სასურველია, კერძო სექტორიდან.

მეტის ნახვა

15 000 ლარამდე მცირე გრანტების პროგრამა

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს 15 000 ლარამდე მცირე გრანტების პროგრამა გულისხმობს ინოვაციური სახის პროექტების დაფინანსებას, მაქსიმუმ 15 000 ლარის ოდენობით, შემდეგი ორი მიმართულებით: ელექტრონული სერვისების განვითარება და პროტოტიპირება. ელექტრონული სერვისების განვითარების კომპონენტის ფარგლებში, გრანტით ფინანსდება ელექტრონული სერვისების პროტოტიპების შექმნა/არსებული პროტოტიპის ტესტირება/გაუმჯობესება, მსოფლიოში არსებული სერვისების ქართულ ბაზარზე ადაპტირება; რაც შეეხება როტოტიპის გრანტ, იგი გაიცემა კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტის/სერვისის პროტოტიპის შექმნის, უკვე არსებული პროტოტიპის ტესტირებისმისი დახვეწის  ან/და გაუმჯობესების მიზნით. პროექტის დაფინანსების შემთხვევაში, სააგენტო გრანტის მიმღებსავანსის სახითურიცხავს პროექტის ბიუჯეტით დამტკიცებული თანხის 90%-დარჩენილი 10%-ის გადარიცხვა კი მოხდება გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შემოწმების შემდეგ, დადებითი დასკვნის შემთხვევაში.

 

მეტის ნახვა

სასარგებლო ბმულები