პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბიზნესის მხარდაჭერის სხვა პროგრამები

ტურიზმის განვითარება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა ზრდა/Zrda მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლისა და სათავგადასავლო ტურიზმის განვითარება, ძირითადად სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და თუშეთში და იგი ორიენტირებულია აგრო, ეკო, სათავგადასავლო და კულტურულ ტურიზმზე. რეგიონებში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად პროგრამა ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტების შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას. პროექტი, აგრეთვე, ითვალისწინებს საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ზემოჩამოთვლილ რეგიონებში, ასევე, ქვემო და შიდა ქართლში. პროექტში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს/ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს წლის ნებისმიერ დროს.

მეტის ნახვა

 

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა 

USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიზანია საქართველოში დააჩქაროს იმ სექტორების ზრდა, რომლებსაც გააჩნიათ სამუშაო ადგილების შექმნის, შემოსავლის ზრდისა და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მოგების გაზრდის დიდი პოტენციალი (გარდა სოფლის მეურნეობის სექტორისა). ამასთანავე, პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ეკონომიკური აქტივობების დივერსიფიკაციას ტურიზმის სფეროში, როგორიცაა სამთო/სათავგადასავლო, გასტრონომიული (კულინარიული და ღვინის), კულტურული/რელიგიური ტურიზმი, აგრეთვე, ინტელექტუალური სერვისების, მსუბუქი მრეწველობის, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და სხვა სექტორებში.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროგრამის პრიორიტეტია იმ სექტორების განვითარება, რომელთაც აქვთ ისეთი ინვესტიციების მოზიდვის პოტენციალი, რომელიც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს შექმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის.

პროგრამა მოიცავს შესაბამისი სექტორებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევას, თანამონაწილეობრივი გრანტების გაცემას, იგი ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე, ახალი ბაზრების ათვისებას, შეთავაზებული პროდუქტის მრავალფეროვნების გაზრდასა და მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას დიდ, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებსა და მათ მხარდამჭერ ორგანიზაციებს შორის.  ამასთან, პროგრამა  გულისხმობს სამიზნე სექტორის მოთხოვნების შესაბამისი ტრენინგებისა და საგანამანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას; საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

მეტის ნახვა

 

მეწარმე ქალბატონების მხარდაჭერის პროგრამა 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამ ხელ უწყობს საქართველოში ქალთა ჩართულობას ბიზნესში. პროგრამა ფინანსების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს ადგილობრივი ბანკების მიერ გამოყოფილი საკრედიტო ხაზების მეშვეობით, რომლებიც გამიზნულია მხოლოდ იმ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ, იგულისხმება ის საწარმოები, სადაც თანამშრომელთა რაოდენობა 250-ზე ნაკლებია, ხოლო წლიური ბრუნვა 50 მილიონ ევროზე ან ბალანსი 43 მილიონ ევროზე ნაკლებია. პროგრამა, აგრეთვე, ითვალისწინებს დაფინანსებას ახალი წამოწყებებისთვის. კერძოდ, კომპანიის მთლიან ოპერაციულ მართვას უნდა ახორციელებდეს ქალი. ის შეიძლება ასევე მთლიანად ან ნაწილობრივ ფლობდეს ამ კომპანიას. მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამ მოქმედებს საქართველოს მასშტაბით და იგი ეხება თითქმის ყველა სექტორს, გარდა საბანკო და ფინანსური მომსახურებები, სამხედრო საქონლისა და მომსახურებების წარმოების, აზარტული თამაშების ბიზნესისა და თამბაქოს სფეროებისა.

მეტის ნახვა

 

სასარგებლო ბმულები