პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი / დაბა შორაპანი

მიმოხილვა

შორაპანი - დაბა საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში, ზღვის დონიდან 170 მ-ზე, ზესტაფონიდან 5 კმ-ში, თბილისი-ქუთაისის საავტომობილო და თბილისი-სამტრედიისა და ქუთაისი-საჩხერის სარკინიგზო ხაზზე (სადგური შორაპანი და ბაქანი შორაპანი). დაბიდან 45 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. ციხე-ქალაქი შორაპანი - „სარაპანი“ ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდინარე ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონლის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის (ძვ.წ. I - ახ.წ. I სს) მოწმობით, მდინარე ფაზისში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - შორაპნის ციხე. შორაპნის ციხესიმაგრე ლეონტი მროველის (XI ს) ცნობით აგებულია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-ის მიერ. ამჟამად შემორჩენილია ციხის ნანგრევები.

1846-1930 წლებში იყო შორაპნის მაზრის ცენტრი. შორაპნის მაზრა მოიცავდა დღევანდელი საჩხერის, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. 1938 წელს მიენიჭა დაბის სტატუსი.

2020 წლისთვის იგეგმება დაბა შორაპნის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-ადაპტაციისა და შორაპნის (ძველი უბნანი) ინფრასტრუქტურული განვითარება.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 258 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

1597

---

---

2014

 1258

596

662

დაბაში არის საჯარო სკოლა, ორი საბავშვო ბაღი, ამბულატორია, 3 მინი სპორტული და 1 საფეხბურთო მოედანი, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, სარიტუალო დარბაზი, სავაჭრო ობიექტები და სხვა.

დაბა ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, არის ცენტრალური წყალმომარაგების სისტემა, სანიაღვრე-საკანალიზაციო სისტემა, ინტერნეტის ქსელი. დაბის გზები ძირითადად მოასფალტირებულია ან დაფარულია ბეტონის საფარით.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით (ყოფილი ელემენტების ქარხნის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო შენობა-ნაგებობებით
  • შენობ(ებ)ის აღწერა:

    შენობა N1 - ფართობი: 906.9 მ2;

    შენობა N2 - ფართობი: 502 მ2;

    შენობა N3 - ფართობი: 1029.7 მ2.

  • საკადასტრო კოდი: 32.19.31.188
  • ადგილმდებარეობა: დაბა შორაპანი, ვახუშტი ბაგრატიონის ქ. N8. ნაკვეთი მდებარეობს ზღვის დონიდან 170 მ-ზე, ზესტაფონიდან 5 კმ-ში, თბილისი-ქუთაისის საავტომობილო და თბილისი-სამტრედიის რკინიგზის მიმდებარედ (სადგური შორაპანი და ბაქანი შორაპანი). ნაკვეთიდან 45 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
  • მიწის ფართობი: 37 002.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი წევა (3 კმ.).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ტერიტორიამდე მიდის მოასფალტირებული გზა, ასევე სარკინიგზო მაგისტრალი
    • ელექტრო სისტემა: დასახლებაში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: დასახლებაში არის წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: დასახლებაში არის გაზგაყვანილობა
    • სხვა: დასახლებაში არის ინტერნეტი გაყვანილი
  • გამოყენების მიზნობრიობა: შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც სასოფლო-სამეურნეო მიზნით, ისე საცხოვრებელი სახლის ან საწარმოო ნაგებობის ასაშენებლად, ასევე ტურისტული ცენტრის განსანთავსებლად.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. წერეთლის ქ. №11. ტელ.: (+995 492) 25 26 26 ან ცხელი ხაზი: (+995) 555 666 333. ელ.ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები