პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ საგრანტო პროგრამა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) ფართოდ გავრცელების შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამის "დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის" 2020 წლის მთავარ პრიორიტეტად განსაზღვრა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებიც პანდემიამ განსაკუთრებული სირთულეების წინაშე დააყენა, აგრეთვე, უცხოეთში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭა სწორედ იმ პროექტებს, რომელთა მიზანს წარმოადგენდა პანდემიის შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეების დახმარება, ასევე, მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობა. 2020 წლის კონკურსის შედეგად გამოვლინდა 45 გამარჯვებული თანამემამულე მსოფლიოს 19 ქვეყნიდან:

 

2020 წლის კონკურსის გამარჯვებულ დიასპორელთა წარდგენა

                                                                                                      

 

სასარგებლო ბმულები