პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ესტონეთის რესპუბლიკა

ქ. ტალინი

ქართული დიასპორული გაერთიანება - „ქართული სახლი“ / Diaspora_New asotsiatsioon Gruusia kodu დაარსდა 2009 წელს. ორგანიზაციის მიზნებია ესტონეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ქართველების გაერთიანება. „ქართული სახლი“ აერთიანებს ესტონეთში მოქმედ 5 ძირითად სათვისტომო ორგანიზაციას. ორგანიზაციასთან, აგრეთვე, ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა „მზიური“

ხელმძღვანელი: ქეთევან ფალელაშვილი და ქართული ცეკვის ანსამბლი „ჯუთა“, ხელმძღვანელი: მარიამ ვეინ. 

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: ლევან გორელაშვილი

მისამართი: Jõe 6, 10151 Tallinn, Estonia

ელ-ფოსტა: [email protected]

  ქართული სახლი


 

ქ. ტალინი

ქართული საზოგადოება „სამშობლო“ დაარსდა 2013 წელს და ფუნქციონირებს ნაციონალურ-კულტურული ზოგადოებების საერთაშორისო გაერთიანება "ლირაში" შემადგენლობაში. ორგანიზაციის მიზნებია ესტონეთში მცხოვრებ თანამემამულეებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ესტონეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების ხალხებს შორის ურთიერთგაგების, დიალოგისა და შემწყნარებლობის ხელშეწყობა. საზოგადოებასთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა "დედა ენა" და ანსამბლი "გურია".

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: იმედი კეკეიშვილი

მისამართი: Tulbi 9, Tallin​

ელ-ფოსტა: [email protected]


 

ქ. ტალინი

ქართული ენისა და კულტურის  ცენტრი / MTÜ GLCC – Georgian Language and Culture Centre დაარსდა 2018 წელს, ორგანიზაციის მიზანია ქართული ენის, დამწერლობის, კულტურის ახალგაზრდებში პოპულარიზაცია; ესტონეთში მყოფი, ქართული კულტურით, ტრადიციებით, ენითა და სამზარეულოთი დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ამაღლება, მატთვის ქართული კულტურისა და ღირებულებების დადებით ჭრილში წარმოჩენა და ცოდნის გაზიარება.

საკონტაქტო მონაცემები:

ხელმძღვანელი: სალომე შაქარაშვილი და ვალერიან გოგუაძე

მისამართი: A. H. Tammsaare tee 73-3 Tallinn 

ელ-ფოსტა: ელ.ფოსტა: [email protected];

  Georgian Language and Cultural Center in Estonia

სასარგებლო ბმულები