პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხონის მუნიციპალიტეტი / ქალაქი ხონი

მიმოხილვა

ქალაქი ხონი - ქალაქი საქართველოში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე. ხონი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება წყალტუბოს, სამტრედიას, ქუთაისს, მარტვილს, ბანძას. უახლოესი რკინიგზის სადგურია "სამტრედია" (22 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე მანძილი შეადგენს 21 კმ-ს.

ხონს დასავლეთით ესაზღვრება მარტვილის, სამხრეთ-დასავლეთით აბაშის, სამხრეთით- სამტრედიის, აღმოსავლეთით - წყალტუბოს, ხოლო ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით - ცაგერის მუნიციპალიტეტი.

დაბა ხონის წარმოშობა და განვითარება დაკავშირებულია ამ ტერიტორიაზე გამავალ სავაჭრო–საქარავნო გზებთან. დღემდე შემორჩენილია "ბუმბუას ხიდის" ბურჯი მდინარე ცხენისწყალზე. აქ ძველი წელთაღრიცხვით 65 წელს რომაელ სარდალს პომპეუსს გაუვლია და აუგია ასაწევი ხიდი, რომლის ნანგრევებიც დღემდეა შემორჩენილი.

ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. დასახლება ხონის ეკლესიის გარშემო გაჩნდა. ხონის ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად VIII საუკუნე ითვლება.

1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია "კოლხური თეთრის" 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.

ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30-იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50-იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან.

1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1883 წელს ნესტორ წერეთელმა და მისმა ძმამ გახსნენ ქართული წიგნის მაღაზია. 1890 წელს ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში, 1907 წელს - თეატრალური დასი.

XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი.

ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1926 წლისთვის ხონის მოსახლეობა შეადგენდა 9010 ადამიანს, ხოლო ფართობი 24,4 კმ2-ს. 1936-1989 წლებში ხონს წულუკიძე ერქვა. 1989 წელს ქალაქს დაუბრუნდა მისი ისტორიული სახელი - ხონი. 1996 წლიდან არის ხონისა და სამტრედიის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 8 987 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

1983

4963

--

--

1989

14296

--

--

2002

 11315

--

--

2014

 8987

4191

4796

ხონის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის განვითარების ძირითადი მიმართულებებია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

ხონში არის თეატრი, სახელმწიფო სახლ-მუზეუმი, ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ცენტრი, ოთხი საჯარო სკოლა, სამი საბავშვო ბაღი, 2 ბიბლიოთეკა.

ხონში დაიბადნენ: ირაკლი აბაშიძე - ქართველი პოეტი, ნანა მჭედლიძე - ქართველი რეჟისორი, კორნელი სანაძე - ქართველი ფერმწერი, იპოლიტე ხვიჩია - ქართველი მსახიობი და სხვა გამოჩენილი ადამიანები.

ხონი ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. არის წყალმომარაგების სისტემა, ასევე წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა, უკაბელო ინტერნეტი.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი პოლიციის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 1915 მ2; სართულების რაოდებობა - 3; ოთახების რაოდენობა - 40; ჭერის სიმაღლე - 3 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 37.07.38.554
  • ადგილმდებარეობა: ქალაქი ხონი, ჭანტურიას ქუჩა N2. მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურის მიმდებარედ.
  • ფართობი: 1580.00 მ2
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მისასვლელი გზა ასფალტირებული
    • ელექტრო სისტემა: არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: არის წყალმომარაგების სისტემა
    • გაზმომარაგება: 10 მეტრში არის გაზგაყვანილობის ქსელი
    • კანალიზაციის სისტემა: არის მიმდებარედ
  • გამოყენების მიზნობრიობა: მრავალმხრივი დანიშნულებით (კულტურულ-საგანმანათლებლო, საწარმოო, სასტუმრო, საცხოვრებელ და სავაჭრო ობიექტად).
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ტელ. : (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

 

2. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი საკონსერვო ქარხნის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი: 2667.33 მ2; სართულების რაოდენობა - 2; ოთახების რაოდენობა - 12; ჭერის სიმაღლე - 2.60 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.

  • საკადასტრო კოდი: 37.07.39.001
  • ადგილმდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი. ქალაქი ხონი ი.აბაშიძის ქუჩა, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, ავტოსადგურის მიმდებარედ.
  • ფართობი: 9835.00 მ2
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მისასვლელი გზა ასფალტირებული
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის წყალმომარაგების სისტემა
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზგაყვანილობის სისტემა
    • კანალიზაციის სისტემა: არის მიმდებარედ
  • გამოყენების მიზნობრიობა: მრავალმხრივი დანიშნულებით (კულტურულ-საგანმანათლებლო, საწარმოო, სასტუმრო, საცხოვრებელ და სავაჭრო ობიექტად).
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო.
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზთვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. ტელეფონი: (+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

 

3. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი მექანიზაციის ტექნიკუმის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ყოფილი მექანიზაციის ტექნიკუმის შენობა-ნაგებობები, რომლის საერთო ფართია 10843.91 მ2; სართულების რაოდენობა - 3; ოთახების რაოდენობა - 75; ჭერის სიმაღლე - 3.6 მ. ტექნიკური მდგომარეობა: სარეაბილიტაციო.

  • საკადასტრო კოდი: 37.09.32.001
  • ადგილმდებარეობა: ხონის მუნიციპალიტეტი. ქალაქი ხონი აღმაშენებლის ქუჩა N113. მდებარეობს ხონი-წყალტუბოს ცენტრალური მაგისტრალის პირას, ქალაქის ცენტრიდან 2 კმ-ის დაშორებით.
  • ფართობი: 130 000 მ2
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: ქალაქი წყალტუბო (15 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი (23 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: მისასვლელი გზა არის ასფალტირებული
    • ელექტრო სისტემა: 100-150 მეტრში არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის წყალმომარაგების სისტემა
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზმომარაგების სისტემა
    • კანალიზაციის სისტემა: არ არის
  • გამოყენების მიზნობრიობა: მრავალმხრივი დანიშნულებით (კულტურულ-საგანმანათლებლო, სასტუმრო, სავაჭრო, საცხოვრებელი კომპლექსის მოსაწყობად.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური საკუთრება.
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზთვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ხონის მუნიციპალიტეტის მერია, თავისუფლების მოედანი N6. ტელ.: (+995) 595 476 773; ელ. ფოსტა: [email protected]

სასარგებლო ბმულები