პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სამტრედიის მუნიციპალიტეტი / ქალაქი სამტრედია

მიმოხილვა

სამტრედია - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ქუთაისიდან დასავლეთით 27 კმ-ში. სამტრედიიდან 11 კმ-ში მდებარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.

ქ. სამტრედია წარმოადგენს სარკინიგზო და საავტომობილო კვანძს.

სამტრედია ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVIII საუკუნის მე-2 ნახევრიდან, როგორც სოფელი სამტრედია. 1871-1872 წლებში თბილისი-ფოთის რკინიგზის მშენებლობამ გაზარდა სამტრედიის მნიშვნელობა. ამ პერიოდიდან სამტრედია მოხსენიებულია როგორც დაბა.

ქალაქში 2011 წელს გაიხსნა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარი.

ქალაქის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, კერძოდ, განვითარებულია მეფრინველეობა, მესაქონლეობა, მესიმინდეობა, მემინდვრეობა, ასევე ხილისა და თხილის მოყვანა.

სამტრედიაში არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან ფუნქციონირებს სხვადასხვა სახის შემოქმედებითი ჯგუფები (ქორეოგრაფიული, ვოკალური, ინსტრუმენტული, მხატვრული კითხვის, ფერწერის).

ქ. სამტრედიაში ასევე არის ეროსი მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლი, სადაც მოღვაწეობს ადგილობრივი თეატრალური დასიც.

ქალაქში არის თანამედროვე სასტუმროებისა და რესტორნების ფართო ქსელი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 25 663 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2014

25 663

47.5 %

52.5 %

სამტრედიაში არის 13 საჯარო სკოლა, 12 საბავშვო ბაღი, თანამედროვე საავადმყოფო და სამედიცინო კლინიკები. არის ასევე 1892 წელს დაარსებული ბიბლიოთეკა.

ქალაქში არის ეროსი მანჯგალაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონი. სამტრედიას ჰყავს საფეხბურთო კლუბი „სამტრედია“, რომელიც 1936 წელს არის დაარსებული. მოქმედებს სპორტული სკოლა, სადაც ასწავლიან სპორტის 12 სახეობას.

ქალაქი მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია, წყალმომარაგება ხდება ცენტრალური სისტემით, არის უკაბელო და საკაბელო ინტერნეტი. გზების თითქმის მთლიანად მოასფალტებულია.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 2 შენობა-ნაგებობით (ყოფილი პოლიციის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით
  • შენობ(ებ)ის აღწერა: ორი შენობა-ნაგებობა, რომლებიც ქმნიან ერთიან კომპლექსს. I შენობის ფართობი - 1048.3 მ2; II შენობის ფართობი - 2014.8 მ2; სართულების რაოდენობა: 3; ოთახების რაოდენობა: 75; ჭერის სიმაღლე: 4 მ. ტექნიკური მდგომარეობა: შენობები საჭიროებენ რეკონსტრუქციას. შენობების ფუნდამენტი და კედლები ვარგისია და მყარი.

  • საკადასტრო კოდი: 34.08.19.683
  • ადგილმდებარეობა: ქ. სამტრედია, 9 აპრილის ქუჩა N9, მიწის ნაკვეთი მდებარეობს ქალაქის ცენტრში.
  • მიწის ფართობი: 2434.00 მ2.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: მდებარეობს სამტრედიის ცენტრში, 1 კმ-ის რადიუსში განთავსებულია რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, ბაზარი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: შენობებამდე მიდის ასფალტირებული მოწესრიგებული გზა
    • ელექტრო სისტემა: შენობაში არის ელექტრო სისტემა გაყვანილი
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის წყალგაყვანილობის სისტემა
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზგაყვანილობა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კომერციული ან სამეწარმეო საქმიანობისთვის.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: აუქციონზე საწყისი ღირებულებაა 135 000 (ასოცდათხუთმეტი ათასი) ლარი (მიწა შენობა-ნაგებობით).
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია: ტელ: (+995) 599 57 34 79; ელ. ფოსტა: [email protected]

  

 

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 4 შენობა-ნაგებობით (ყოფილი პროფ-ტექნიკუმის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: სასოფლო-სამეურნეო მიწა შენობა-ნაგებობით
  • შენობ(ებ)ის აღწერა: ოთხი შენობა-ნაგებობა, რომლებიც ქმნიან ერთიან კომპლექსს. I შენობის ფართობი - 836 მ2; II შენობის ფართობი - 12 მ2; III შენობის ფართობი - 1487 მ2; IV შენობის ფართობი - 34 მ2; სართულების რაოდენობა: 2 და 4; ოთახების რაოდენობა: 132; ჭერის სიმაღლე: 3.2 მ. ტექნიკური მდგომარეობა: შენობები საჭიროებენ რეკონსტრუქციას. შენობების ფუნდამენტი და კედლები ვარგისია და მყარი.

  • საკადასტრო კოდი: 34.08.49.014
  • ადგილმდებარეობა: ქ. სამტრედია, რობაქიძის ქუჩა N32, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან 1 კმ-ში.
  • მიწის ფართობი: 13741.00 მ2.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: 1 კმ-ის რადიუსში განთავსებულია რკინიგზის სადგური, ავტოსადგური, ბაზარი, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა და სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები.
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: შენობებამდე მიდის ასფალტირებული მოწესრიგებული გზა
    • ელექტრო სისტემა: შენობაში არის ელექტრო სისტემა გაყვანილი
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის წყალგაყვანილობის სისტემა
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზგაყვანილობა
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კომერციული ან სამეწარმეო საქმიანობისთვის.
  • საკუთრების ფორმა: სახელმწიფო
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: განისაზღვრება აუქციონით.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს; ტელ:(+995 32) 2 98 11 11; ელ. ფოსტა: [email protected]

  

სასარგებლო ბმულები