პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ვანის მუნიციპალიტეტი / ქალაქი ვანი

მიმოხილვა

ვანი - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ვანი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 60 მ, რეგიონის ცენტრ ქ. ქუთაისიდან მდებარეობს 41 კმ-ში, თბილისი-ლესელიძე-სენაკის ცენტრალური მაგისტრალიდან დაშორებულია 22 კმ-ით, რკინიგზის სადგურ „სამტრედიიდან“ 25 კმ-ით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან - 35 კმ-ით; უახლოეს პორტამდე „ფოთი“ მანძილი შეადგენს 80 კმ-ს.

სახელწოდება „ვანი“ აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის განმარტებით, ძველ ქართულად ნიშნავდა „სახლს“, „სადგურს“, „დაბას“, „საცხოვრებელს“. ანტიკურ ხანაში აქ მდებარეობდა ძველი კოლხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელმაც აყვავებას ძვ. წ. III-I სს-ში მიაღწია. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებით თარიღდება და კერამიკული ფრაგმენტებითაა წარმოდგენილი.

ვანის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუასაუკუნეების ციხის ნანგრევები: „საჩინოს ციხე“ და „სებეკას ციხე“, ასევე ჩიჯავაძეების კარის ეკლესიის მცირე ზომის ნანგრევები.

ქ. ვანში არის ვანისა და ბაღდათის ეპარქიის რეზიდენცია. ეპარქია მოიცავს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს. ეპარქიის შემადგენლობაში შედის 22 მოქმედი ეკლესია.

ქალაქში არის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური მუზეუმი (რომელიც დაარსდა 1985 წლის 25 სექტემბერს) და ვანის არქეოლოგიურ მუზეუმი, სადაც ინახება 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში მდიდრული სამარხების გათხრების შედეგად ნაპოვნი ოქროს ნივთების საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.). ვანში ასევე არის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

2010 წელს ვანის ცენტრში გაიხსნა წმინდა ნინოს მშობლების - ზაბულონისა და სოსანას სახელობის ტაძარი.

ვანში მოქმედებს სახალხო თეატრი, რომელიც 600 მაყურებელზეა გათვალისწინებული.

ყოველი წლის 2 ივნისს ვანში ტრადიციულად აღინიშნება სახალხო დღესასწაული „ვანელობა“. ამ დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს ენიჭებათ საპატიო ვანელის წოდება.

ქ. ვანის ეკონომიკის ძირითადი მიმართულებებია სოფლის მეურნეობა (მეხილეობა, მებოსტნეობა, მესაქონლეობა, მემინდვრეობა, სუპ-ტროპიკული და კენკროვანი კულტურების მეურნეობა) და ტურიზმი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 3744 ადამიანი.

აღწერის წელი

მოსახლეობა

კაცი

ქალი

2002

4641

---

---

2014

 3744

1753

1991

ქ. ვანში არის 2 საჯარო სკოლა, 1 კერძო ლიცეუმი, 3 საბავშვო ბაღი, 2 სამედიცინო ამბულატორია.

ქ. ვანი მთლიანად ელექტროფიცირებული და გაზიფიცირებულია. არის წყალმომარაგების სისტემა, საკაბელო და უკაბეუკაბელო ინტერნეტი. ქ. ვანის შიდა და ცენტრალური გზები მთლიანად მოასფალტებულია.

საინვესტიციო რესურსები

1. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით (ყოფილი სპორტული დარბაზის შენობა)

  • რესურსის ტიპი: მიწა
  • რესურსის ქვეტიპი: არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით
  • შენობის აღწერა: შენობის ფართობი - 2098 მ2; სართულების რაოდენობა - 1, ოთახების რაოდენობა - 1 (არის ერთი მთლიანი ფართი ოთახების გარეშე), ჭერის სიმაღლე: 20 მეტრი, ტექნიკური მდგომარეობა: სარემონტო.

  • საკადასტრო კოდი: 31.01.25.178
  • ადგილმდებარეობა: ქ. ვანი, ტაბიძის ქუჩა. ნაკვეთი ცენტრიდან დაშორებულია 0.5 კმ-ით, ვანი-ქუთაისის დამაკავშირებელი ცენტრალური გზიდან 30 მეტრით, უახლოესი რკინიგზის სადგურია „სამტრედია“ (25 კმ), ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მანძილია 35 კმ.
  • მიწის ფართობი: 3570.00 მ2.
  • რელიეფი: ვაკე.
  • ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტები: სოფელი დიხაშხო (7 კმ), სოფელი ამაღლება (7 კმ), სოფელი ციხესულორი (3 კმ), სოფელი სედავანი (3 კმ), სოფელი სალხინო (5 კმ).
  • ინფრასტრუქტურა:
    • გზა: ნაკვეთამდე მიდის მოასფალტებული გზა
    • ელექტრო სისტემა: მიმდებარედ არის ელექტრო სისტემა
    • წყალმომარაგება: მიმდებარედ არის წყლის სისტემა
    • გაზმომარაგება: მიმდებარედ არის გაზგაყვანილობა
    • სხვა: არის საკაბელო და უკაბელო ინტერნეტი
  • გამოყენების მიზნობრიობა: შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სპორტული ღონისძიებების გასამართავად და ასევე შესაძლებელია საწარმო მიზნით ან საწყობად გამოყენება.
  • საკუთრების ფორმა: მუნიციპალური
  • სავარაუდო საბაზრო ღირებულება: აუქციონზე საწყისი ფასია 438 000 (ოთხასოცდათვრამეტი ათასი) ლარი, 1 მ2 - დაახლოებით 122 ლარი.
  • საკუთრებაში გადაცემის პროცედურები: მიწის ნაკვეთის შესაძენად საჭიროა ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა.
  • დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობები: ვანის მუნიციპალიტეტი, ქ. ვანი თავისუფლების ქუჩა N 65. ტელ: (+995) 5 79 011 041. ელ: ფოსტა: [email protected]

      

სასარგებლო ბმულები