პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში
გზამკვლევი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინფორმაციას საქართველოში ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. კერძოდ, სად და როგორი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ საწარმო; რა გადასახადებით დაიბეგრებით და როგორია მათი განაკვეთები; რა სახის ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები დაგჭირდებათ ბიზნეს საქმიანობისათვის; როგორ უნდა შეადგინოთ ბიზნეს-გეგმა; როგორ მოიძიოთ ფულადი რესურსები და მიიღოთ ბიზნეს-კონსულტაციები; ასევე, რომელ უწყებას უნდა მიმართოთ თქვენთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურების მისაღებად.
ექსპორტის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, მიზანია საქართველოში საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
პროგრამა ექსპორტიორი კომპანიების ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს. ექსპორტის სტიმულირების პროგრამა განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.